ორი რუსული დანაყოფი, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის ოლქში გადავიდა და რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა წინ მიიწევს.
ლეგიონი „თავისუფალი რუსეთი“ და „მოხალისეთა რუსული კორპუსი“ აცხადებენ, რომ მათი საბოლოო მიზანი წითელი მოედანია.
„ქაოტური შტურმებით ქანცგაწყვეტილი პუტინის არმია მიჩუმდა. წინააღმდეგობებით დაღლილი კორუფციონერები და ოლიგარქები ერთმანეთს ყელს უღადრავენ. მსჯავრდებულებს და მობილიზებულებს არ ესმით, რისთვის იბრძვიან და რისთვის კვდებიან. ეთნიკურმა დაჯგუფებებმა აიღეს კონტროლი სამხრეთ რეგიონებზე და დააწესეს შარიათის ნორმები. ქვეყანა ჩაძირულია ხანძრების, აფეთქებების და იდუმალი სიკვდილების უფსკრულში. კრემლში კორუმპირებული კლანია, რომელიც სახლებსა და სასახლეებს ადამიანის საზომად მიიჩნევს. ცენტრალური ხელისუფლება პანიკაშია, ყანყალებს და ზომებს ამკაცრებს. კლანთაშორისი ბრძოლის კვანძი კი სულ უფრო იკვრება.
მალე რუსეთში არ იქნება ადამიანი, რომლის ნაცნობმაც სიცოცხლე არ შესწირა ამ კრიმინალურ ომს. მის დასასრულებლად თქვენ უნდა დაამარცხოთ მტერი მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ომი გაგრძელდება მანამ, სანამ კრემლის კედლებს პუტინის ჩამომხრჩვალი სხეული არ დაამშვენებს და მისი ბანდა რუსების რისხვის სამართლიანი სასამართლოთი არ იქნება გასამართლებული.
სად და როდის არის საჭირო შეტევა, წყდება მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო აუცილებლობით. ერთ მშვენიერ დღეს მოვალთ და დავრჩებით. ფრონტის ხაზები ღრმა ზურგში მიძინებული ქალაქების ტერიტორიებზე გაივლის. „ზღვისპირა პარტიზანები“, რომლებიც ერთ დროს უშიშროების ძალებს შორის პანიკას იწვევდნენ, ახლა მხოლოდ რეალური აჯანყების ფერმკრთალი პრელუდიაა. რუსებმა აიღეს იარაღი. რუსებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი და ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ აქ უცხოები ვართ. ჩვენ საბოლოოდ დავბრუნდით სახლში!“, - ნათქვამია განცხადებაში.