კახეთში პოლიცია მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა

კახეთში პოლიცია მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა
20-05-2023, 14:18 - 2023
365

ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები სამოქალაქო აქტივისტებს აკავებენ, ფიზიკურად უსწორდებიან, ჟურნალისტებს კი მობილურ ტელეფონებს ართმევენ. 


ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

დაკავებულებთან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის არიან, ნიკა ნარსია, ლაშა ხუსკივაძე და შუშანა მაცაბერიძე.

დაპირისპირებისას ადგილზე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი.

შეგახსენებთ, რომ ყვარელში, სასტუმრო „ყვარელი რიზორტში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილია დაგეგმილი. 

ცნობილია, რომ სტუმრების სიაში არიან ლავროვის ოჯახის წევრები, მათ შორის სანქცირებული სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინე ლავროვაც. 

დღეს დილიდან სასტუმროსთან პროტესტის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა