თურქეთის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში, გოქსუნში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 15:06 საათზე იყო.
ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.