ლუკაშენკო კლინიკაში გადაიყვანეს? | მედია

ლუკაშენკო კლინიკაში გადაიყვანეს? | მედია

14-05-2023, 13:54 - 2023
398
       

შაბათს, 13 მაისს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ავტოკოლონა დროზდის წყალსაცავის ნაპირას მდებარე „რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრის“ წინ შენიშნეს. 


ინფორმაციას რამდენიმე მედია - euroradio და motolkohelp ავრცელებს.

მედია წერს, რომ ავტოკოლონის გამოჩენისას საავადმყოფოს შესასვლელები გადაკეტილი იყო, გზებზე კი უსაფრთხოების ძალები იყვნენ მობილიზებული.

შეგახსენებთ, ლუკაშენკო 9 მაისის ღონისძიებისთვის მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა მან პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკო აღლუმზე შეუძლოდ გახდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები