ბრიტანეთს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს

ბრიტანეთს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს

19-02-2022, 11:17 - 2022
644
       

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში ქვეყნის საელჩო დედაქალაქ კიევს ტოვებს და მუშაობას ლვოვში გააგრძელებს.

როიტერსის“ ინფორმაციით, სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დატოვონ უკრაინა, სანამ კომერციული სამგზავრო საშუალებები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

„რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულად იმოქმედებს ბრიტანეთის მთავრობის უნარზე, უკრაინაში საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობაზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები