უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა | მძიმედ დაიჭრა ერთი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა | მძიმედ დაიჭრა ერთი

12-05-2023, 16:49 - 2023
471
       

უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი, ნიკა ჯიყაშვილი ემსხვერპლა. 

როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ, ნიკა ჯიყაშვილი დაბომბვის შედეგად დაიღუპა. 

მისი ცხედრის ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება. 

ჯიყაშვილი, ლუგანსკის მიმართულებაზე, საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა.

ამავე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ერთი ქართველი, 24 წლის მებრძოლი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება.

ჯიყაშვილი 44-ე ქართველია მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები