რუსეთის დუმა საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას აპირებს | განცხადება

რუსეთის დუმა საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას აპირებს | განცხადება

11-05-2023, 14:13 - 2023
396
       

რუსეთის „დუმის“ დეპუტატმა ევგენი პოპოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ მზადაა სახელმწიფო სათათბიროს საბჭოს წარუდგინოს რუსეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი.

„ჟურნალისტები რუსეთის და საქართველოს პარლამენტების დონეზე ურთიერთობების დათბობაზე და ურთიერთ თანამშრომლობისთვის "მეგობრობის ჯგუფის" შექმნაზე  მეკითხებიან; რუსეთის დუმაში მსგავსი ჯგუფი გასაგები მიზეზების გამო არ იქმნებოდა, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. თუმცა, მზად ვარ, ეს საკითხი განსახილველად გამოვიტანო სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის და დუმის საბჭოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, "საპარლამენტო თანამშრომლობის" ჯგუფები მოსკოვსა და თბილისში შეძლებდნენ საკუთარი წვლილი შეეტანათ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაში“, - განაცხადა პოპოვმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები