პუტინმა რეზერვში მყოფი პირები სამხედრო წვრთნებზე გამოიძახა

პუტინმა რეზერვში მყოფი პირები სამხედრო წვრთნებზე გამოიძახა

19-02-2022, 10:58 - 2022
611
       

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეები სამხედრო წვრთნებზე გამოიძახეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობას დაევალა, უზრუნველყოს წვრთნაზე მოქალაქეების გაწვევასა და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

„2022 წელს რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოიძახეს სამხედრო წვრთნების გასავლელად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები