ქუთაისში, თაბუკაშვილისა და ბათუმის ქუჩენზე, ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტი ავრცელებს.
ცოფის ვირუსი, ერთ შემთხვევაში, ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო.
ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება და მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები და გამოცხადდა კარანტინი.
ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდება.