„ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილმა დაჯგუფებამ საქართველოში ჯიჰადის ჯგუფი ჩამოაყალიბა და წვრთნები ჩაატარა“, - ამის შესახებ თურქული მედია თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრელებს.
ინფორმაციის მიხედვით, დიარბაკირის პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ქალაქის პოლიციის ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა და ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს.
ოპერაციის ფარგლებში გაირკვა, რომ ისლამურმა სახელმწიფომ თურქეთში შექმნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით Akhlaq ve Sunnah Magazine (ზნეობისა და სუნას ჟურნალი).
აღინიშნა, რომ ეს ორგანიზაცია ასევე მოქმედებს საქართველოში, აზერბაიჯანში, ერაყში, მალიში, სუდანსა და ალჟირში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებამ ჯიჰადის ჯგუფი ჩამოაყალიბა და წვრთნები საქართველოში ჩაატარა და ორგანიზაცია, რომელმაც ეს წვრთნა გაიარა, გაიგზავნა სირიის კონფლიქტურ რეგიონებში და დადგინდა, რომ მას გავლენა აქვს საქართველოზეც.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია 74 ეჭვმიტანილი.
თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძე ამბობს, რომ საქართველოში ტერორისტებისა და მებრძოლების მომზადება არ მიმდინარეობს.