„ვაგნერის დაჯგუფებას“ რესურსი გამოელია და ქალაქ ბახმუტს ტოვებს | განცხადება

„ვაგნერის დაჯგუფებას“ რესურსი გამოელია და ქალაქ ბახმუტს ტოვებს | განცხადება

5-05-2023, 17:56 - 2023
531
       

„ვაგნერის დაჯგუფების“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა დააანონსა, რომ მისი კერძო სამხედრო კომპანია 10 მაისს დატოვებს უკრაინის ქალაქ ბახმუტს. 


ის მიზეზად საკმარისი საბრძოლო მასალის არ ქონას ასახელებს.

„მე ოფიციალურად მივმართავ გენერალური შტაბის უფროსს, თავდაცვის მინისტრს, უზენაეს მთავარსარდალსა და რუს ხალხს, ვაგნერის მებრძოლების სახელით, ვაგნერის სარდლობის სახელით ვაცხადებ, რომ 2023 წლის 10 მაისს ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით ბახმუტის დასახლებიდან პოზიციები გადავიტანოთ და შევუერთდეთ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს. მე გამოვიყვან "ვაგნერის დანაყოფებს", რადგან საბრძოლო მასალის გარეშე ისინი განწირულნი არიან უაზრო სიკვდილისთვის“, - აღნიშნა პრიგოჟინმა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები