საქართველომ რუსეთთან ფრენები განაახლა | რუსული მედია

საქართველომ რუსეთთან ფრენები განაახლა | რუსული მედია

5-05-2023, 02:04 - 2023
495
       

რუსული მედიის ცნობით, საქართველომ რუსეთთან ფრენები განაახლა. 

მედია წერს, რომ  ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა ერევანში ტრანსფერით მოსკოვის მიმართულებით ფრენების ბილეთების გაყიდვა დაიწყო. 

საქმე იმაშია, რომ კომპანიის პარტნიორია გადამზიდავი Air Dilijans, რომელსაც ადრე Armenia Airlines ერქვა.

„არმენიის ავიახაზების" სახელის გადარქმევისთანავე დავიწყეთ ამ რეისის ბილეთების გაყიდვა“, - ციტირებს გამოცემა „იზვესტია“ Georgian Airways-ის წარმომადგენლის სიტყვებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები