უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო კრემლზე სავარაუდო თავდასხმის კადრებს ასაჯაროებს.
ის სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
„გაჩნდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი კრემლზე რუსმა პარტიზანებმა მოსკოვის რეგიონიდან გაუშვეს.
კითხვები:
1. როგორ შეძლო უპილოტო თვითმფრინავმა მოსკოვში განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გასვლა?
და რას გრძნობენ დღეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის უფროსი შოიგუ და გერასიმოვი?
2. გააუქმებს თუ არა რუსეთი 9 მაისს აღლუმს? თუ აღლუმის დროს დაელოდებიან დრონს?“, - წერს გერაშენკო ტვიტერზე.