ერთდროულად სამი აფეთქება | რუსეთში სატვირთო მატარებელი აფეთქდა

ერთდროულად სამი აფეთქება | რუსეთში სატვირთო მატარებელი აფეთქდა

2-05-2023, 23:48 - 2023
536
       

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთში, ბრაიანსკის ოლქში, რკინიგზაზე ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა.


წინასწარი მონაცემებით, აფეთქება სნეჟეცკაიას სადგურიდან არც თუ ისე შორს, ბრაიანსკიდან ყარაჩოვისკენ მიმავალი სატვირთო მატარებლის გავლის დროს მოხდა.

შედეგად, ლოკომოტივი და რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა. მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.

რუსეთის რკინიგზა იუწყება, რომ უკანონო ჩარევა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში ბრაიანსკის ოლქის სნეჟეცკაია-ბელიე ბერეგას მონაკვეთზე მოხდა, რამაც გამოიწვია ლოკომოტივისა და 20-მდე სატვირთო მატარებლის ვაგონი რელსებიდან გადასვლა. 

მათივე ინფორმაციით, ხანძარი არ არის, თუმცა ადგილზე სახანძრო სამაშველო სამახური მუშაობს, ასევე გაგაზავნილი ორი სარეაბილიტაციო მატარებელი.

შეგახსენებთ, რომ ბრაიანსკის რეგიონში, უნეჩა-რასუხას სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა აღდგა მას შემდეგ, რაც 1 მაისს ბელარუსის სატვირთო მატარებელი აფეთქდა, რელსებიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები