აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს პრეზიდენტი შეხვდა

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს პრეზიდენტი შეხვდა

26-04-2023, 01:07 - 2023
296
       

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში დასრულდა.

შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს დღეს პრეზიდენტის რეზიდენციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე მისვლა სთხოვეს. იქამდე კი უწყვეტი პროტესტის მონაწილე დედებმა მთავრობის კანცელარიიდან ათონელის რეზიდენციამდე საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს.


ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ეს მსვლელობა აღარ გაიმართება, თუმცა სოლიდარობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან ძალაშია. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები