უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შევიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შევიდნენ

24-04-2023, 12:13 - 2023
417
       

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ბოლო განახლებაში წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ხერსონის ოლქში მდინარე დნეპროს მარცხენა (აღმოსავლეთ) ნაპირზე.


სამხედრო ანალიტიკოსებმა პირველად მიუთითეს, რომ შესაძლოა, ამ ტერიტორიებზე კონტროლი უკრაინის ძალებმა აიღეს. 

ISW-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსი „სამხედრო ჟურნალისტების“ გეოგრაფიულად მითითებული ვიდეოკადრებითა და ტექსტური შეტყობინებებით, დასტურდება, რომ უკრაინელებმა დაიკავეს ტერიტორია და იმყოფებიან რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან - ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით. 

„რუსი „სამხედრო ბლოგერების“ მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები გვიჩვენებს, რომ უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები მდინარე დნეპროს ნაპირზე ოლეშკის  ჩრდილოეთით (ხერსონის სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ) და დაწინაურდნენ დასახლების ჩრდილოეთ გარეუბანმდე E97 გზატკეცილზე. ასევე დაჩის დასავლეთით (ხერსონიდან სამხრეთით 10 კმ)“, - წერს ISW.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები