რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

22-04-2023, 16:20 - 2023
712
       

რუსეთში, ბელგოროდში 3 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ევაკუციის მიზეზი უცნობი საბრძოლო მასალის აღმოჩენა გახდა.

რუსული მედია, წერს, რომ შალანდინას ქუჩაზე FAB-500 საავიაციო საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, 20 აპრილის საღამოს, რუსეთის სამხედრო ძალების გამანადგურებელი სუ-34 შემთხვევით ბელგოროდში ჩამოვარდა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები