ყაველაშვილის ქონება, რომელსაც დეპუტატი მალავს | ჟურნალისტური გამოძიება

ყაველაშვილის ქონება, რომელსაც დეპუტატი მალავს | ჟურნალისტური გამოძიება
22-04-2023, 05:32 - 2023
589

ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ „ხალხის ძალის“ დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ქონება შეისწავლა, რომელსაც დეპუტატი დეკლარაციაში არ აღრიცხავს.

• 2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილის ქონებას მხოლოდ 2007 წელს, 22,000 აშშ დოლარად, გაბაშვილის ქუჩაზე შეძენილი 88 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი წარმოადგენს. 2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის შემოსავალი მოკრძალებული იყო, გასავალი კი ფაქტობრივად არ ჰქონია.

• 2021 წელს ყაველაშვილის და მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პარლამენტის წევრის ხელფასი იყო, რომელიც 53,449 ლარს შეადგენდა.  დეპუტატს წლის მანძილზე არ ჰქონია რაიმე სახის გასავალი. მისი და ოჯახის წევრების ანგარიშებზე დანაზოგის სახით ჯამში მხოლოდ 13,556 ლარი ირიცხებოდა.

„ფლანგვის დეტექტორის“ ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა 2009 წლის 23 ოქტომბერს სხვა პარტნიორებთან ერთად შვეიცარიაში კომპანია GTL Oil trade and invest gmnh დააარსა. 

ის კომპანიაში 24,5%-იან წილს ფლობდა, პარტნიორები კი გია და გოჩა მახათაძეები იყვნენ.  

2020 წელს კომპანიამ გაკოტრების საფუძველზე ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.

დეპუტატი დეკლარაციაში 2021 წლიდან აღარ უთითებს ინფორმაციას კომპანია GTL Oil trade and invest gmbh-ის შესახებ.

დეკლარაციაში არ მოხვდა ყაველაშვილის ოჯახის წევრები ქონება და კომპანიები. 

კერძოდ, დეპუტატის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი შპს ჯეომაკში 40%-იანი წლის მესაკუთრეა. მეუღლის კომპანია ყაველაშვილის 2019, 2020 და 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჰქონდა ასახული, თუმცა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში კომპანია აღარ არის მითითებული.

საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით კი თამარ ბაგრატიონი კვლავ ფლობს კომპანიის წილების 40%-ს.

„ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა მიხეილ ყაველაშვილის შვილის, მარიამ ყაველაშვილის ქონებაც.

მარიამ ყაველაშვილი, ოჯახის წევრად 2016-2021 წლების დეკლარაციაში იყო მითითებული, ხოლო 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მარიამ ყაველაშვილი აღარ ფიქსირდება. 

მას შემდეგ რაც მარიამ ყაველაშვილი დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება, მან დააფუძნა კომპანია. კერძოდ კი 2022 წლის 24 მარტს მარიამ ყაველაშვილმა შპს მელთფრანჩაიზე დააარსა, რომლის 100% მესაკუთრე და დირექტორი თავად არის. 2020 წლის მაისიდან, მარიამ ყაველაშვილი ინდ.მეწარმედ იყო რეგისტრირებული და კომპანია ამის შემდგომ დააფუძნა, რომელიც ბაზარზე მომხმარებლებისთვის ცნობილია, როგორც MELT.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები