მსოფლიოში Covid19-ის ახალი შტამი სახელწოდებით Arcturus გავრცელდა.
ჯანმოს ცნობით, Arcturus, იგივე XBB.1.16 ომიკრონის ახალი ქვევარიანტია.
ვირუსის ეს სახეობა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის აშშ-ში, ყველაზე სწრაფად კი ინდოეთში ვრცელდება, სადაც მხოლოდ ორშაბათს 60 313 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა.
Arcturus ვარიანტის, იგივე XBB.1.16 -ის სიმპტომია მაღალი სიცხე და ხველება, ჩაწითლებული თვალები,
ვირუსი ასევე იწვევს ქუთუთოების ანთებას, რამაც შეიძლება თვალების სიწითლზე და ქავილი გამოიწვიოს.
გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, COVID-19-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები ჯერ კიდევ არის:
• ცხელება ან შემცივნება
• ხველა
• ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
• დაღლილობა
• კუნთების ან სხეულის მტკივილი
• თავის ტკივილი
• გემოს ან სუნის დაკარგვა
• ყელის ტკივილი
• გულისრევა ან ღებინება
• დიარეა