უფასო კვება პირველკლასელებს | წალენჯიხა ყურადღების ცენტრში

უფასო კვება პირველკლასელებს | წალენჯიხა ყურადღების ცენტრში

17-04-2023, 16:39 - 2023
459
       

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთია საქართველოში, რომელმაც პირველკლასელებისთვის უფასო კვების პროგრამა დანერგა.

პროგრამა საპილოტეა, ორი თვეა, რაც დაინერგა და დადებითი გამოხმაურება აქვს.

პროგრამის მიხედვით, მოსწავლის ბარათზე ყოველდღიურად ირიცხება 4 ლარი, რომელიც ბავშვს  სკოლაში ყოფნის პერიოდში შეუძლია გამოიყენოს. წალენჯიხაში ამ დროისთვის უფასო კვების პროგრამაში 300 ბავშვია ჩართული.

„გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა გარკვეული კვლევა იმის დასადგენად, თუ რა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები გვქონდა სკოლებში უფასო კვების დანერგვისთვის.

აღმოვაჩინეთ, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 35 სკოლიდან მხოლოდ 6 სკოლას აქვს ბუფეტი, დანარჩენს – არა.

ამიტომ სხვა გზით წავედით, გავაკეთეთ ბავშვების პირადი ანგარიშები ბანკში და მათ ანგარიშზე ყოველდღე ჩაირიცხება 4 ლარი, კვირაში გამოდის 20 ლარი, თვეში - 80 ლარი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს აქვთ საკუთარი ანგარიში, რომელიც შეუძლიათ მხოლოდ კვებაზე გამოიყენონ, რადგან თამაშებზე და ტოტალიზატორებში კოდით არის დაბლოკილი“, - განაცხადა თამარ ბელქანიამ, წალენჯიხის ვიცე-მერმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ 10 წლის განმავლობაში აღნიშნული პრობლემა სკოლებში ვერ მოაგვარა. 

წალენჯიხის მერიამ და საკრებულო კი პირველკლასელების კვებას უკვე ოთხი თვეა უზრუნველყოფს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები