დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ე.წ. ლიდერმა ევაკუაცია გამოაცხადა

დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ე.წ. ლიდერმა ევაკუაცია გამოაცხადა

18-02-2022, 18:53 - 2022
1 018
       

დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ლიდერმა, დენის პუშილინმა მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციის შესახებ განაცხადა. 

მან თქვა, რომ, პირველ რიგში, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია უნდა მოხდეს. პუშილინის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე მიიღებენ ბრძანებას რეგიონში შეტევის დაწყების შესახებ.

„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მალე უბრძანებს სამხედროებს შეტევაზე გადასვლას, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე შეჭრის გეგმის განსახორციელებლად”, - თქვა მან.

რუსეთის ოფიციალური პირების ან კიევის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ დონბასის რეგიონში პროვოკაციების ზრდა შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის რუსული საბაბის ნაწილი იყოს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები