დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში მექსიკიდან გადაიპარა

დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში მექსიკიდან გადაიპარა
19-03-2023, 08:22 - 2023
348

პარლამენტის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა. 

„TV პირველთან“ საუბრის დროს მირიან ოქროპირიძის დედაც და ცოლიც ადასტურებენ, რომ დეპუტატის სიძეს აშშ-ს ვიზა არ ჰქონდა.

„ადრე კი აპირებდა, მაგრამ ახლა ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ არ გვინდოდა, რომ წასულიყო, თვითონ გადაწყვიტა“, - ამბობს ელისო ოქროპირიძე, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სიძის დედა.

დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თინათინ ხუნდაძეც ამბობს, რომ მისმა ქმარმა საქართველო აშშ-ს ვიზის გარეშე დატოვა.

„ზუსტად არ ვიცი რითი წავიდა, ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა არის ჩვენი პირადი ურთიერთობა. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. მეც, მამაჩემიც არის ამით ძალიან უკმაყოფილო. მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა დაეტოვებინა საკმაოდ სოლიდიური თანამდებობა და წასულიყო ამერიკაში“, - ამბობს დეპუტატის შვილი, თინათინ ხუნდაძე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა