რუსი იანის განადგურების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა

რუსი იანის განადგურების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა
12-03-2023, 06:27 - 2023
444

რუსი პიოტრ იანის განადგურების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში ემოციურად ისაუბრა

დვალიშვილი: “დიდხანს ვემზადებოდი და ჩემი გამოსვლა არ გამკვირვებია, დამატებითი მოტივაცია მქონდა – მე ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. მარცხის არ მეშინია, მაგრამ აქ რომ წამეგო თავს მოვიკლავდი. იმედია ეს მარცხი მას დააფიქრებს და ეცდება რომ სხვებს პატივი სცეს, იდეალური არავინაა, და ერთმანეთი უნდა დავაფასოთ. როდესაც მასთან მივედი ვუთხარი რომ შეიძლება ერთ დღესაც მეგობრები ვიყოთ, მას ოჯახი ჰყავს და მე მასთან პრობლემა არ მაქვს.
საქართველო პატარა ქვეყანაა და მინდოდა ისინი გამეხარებინა, ასევე ბევრი უკრაინელი მიჭერდა მხარს რადგან რუსს ვეჩხუბებოდი. იმედია ეს ომი მალე შეწყდება
ვისაც დანა გამომიგზავნის ყველასთან ვიჩხუბებ, ალჯო ჩემი მეგობარია, იმედია ის წონაში აინაცვლებს და მე ტიტულისთვის ვიბრძოლებ. მადლობა ქართველებს, ისინი აქ სხვადასხვა შტატიდან ჩამოვიდნენ, აქ იყო ზაზა ფაჩულია, გიგა ჭიკაძე.
ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა მომენტით დავტკბე”

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა