უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს

18-02-2022, 16:34 - 2022
694
       

ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ ვითხოვთ მუდმივად სადმე მიღებას, თუ თავად შეგვიძლია რაღაცის შექმნა და მართვა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ალიანსის დაფუძნებას.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, როდესაც მინისტრი გახდა, მცირე ალიანსების სტრატეგიის იმპლემენტაცია დაიწყო. მანვე აღნიშნა, რომ ნატო-სა და EU-ში გაწევრიანება სხვა საქმეა.

„მჯერა, რომ ლონდონი-ვარშავა-კიევის ალიანსი განამტკიცებს შავი და ბალტიის ზღვების უსაფრთხოებას და შექმნის ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ევროპის ჩვენს ნაწილში“, - წერს დმიტრო კულება სოციალურ ქსელში.

ამასთანავე, კულებამ განათავსა ფოტო, სადაც უკრაინის მცირე ალიანსები არის აღნიშნული. მათ შორისაა „ლუბლინის სამკუთხედი“, „ასოცირებული ტრიო“ და „ოთხეულის“ თანამშრომლობის ფორმატი.

მანვე აღნიშნა, რომ „მცირე ალიანსების სისტემას შეუძლია, გადაჭრას გადაუდებელი პრობლემები და განამტკიცოს თავდაცვითი შესაძლებლობები“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები