რუსული კანონპროექტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვის პასუხად, მოქალაქეებმა პარლამენტთან ისევ მობილიზაცია გამოაცხადეს.
საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ რუსული კანონის განხილვა 9 მარტის მაგივრად დღესვე დაიწყონ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსული კანონის დღეს, 7 მარტს, ბიუროზე იყო გატანილი. როგორც იქ გადაწყდა, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა ხუთშაბათს, 9 მარტს, იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტთან პროტესტის მონაწილეები ხუთშაბათამდე დაიშალნენ, უმრავლესობამ კანონპროექტი პირველი მოსმენით სესიაზე გაიტანა.