ცოტა ხნის წინ, გაგარინის მოედანთან დაპირისპირება იყო, მრავალსულიანი ოჯახი გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდა, რა დროსაც ათამდე პირის დაკავება მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, აღსრულების ბიურო დილიდან იმყოფებოდა ადგილზე, საქმე მევახშედან ფულის სესხებას უკავშირდება, რისი გადაუხდელობის შედეგაც, მსესხებელმა მიმართა ბიუროს.
გიგაურების ადვოკატის განცხადებით, მათ სახლში შესვლის უფლება არ მისცეს.
,,მიმდინარეობს უკანონო გამოსახლება, ჩვენი უფლებები შეიზღუდა, როგორც ჩვენი ასევე ლაშა გიგაურის, რადგან მის ინტერესებს ვიცავთ, ჩვენ შიგნით შესვლის უფლება არ მოგვცეს”, - განაცხადა გამოსახლებული ოჯახის ადვოკატმა.