ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-მა 210 მილიონი დოლარი გადაუხადა

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-მა 210 მილიონი დოლარი გადაუხადა
16-02-2023, 15:49 - 2023
566

Credit Suisse Group AG აცხადებს, რომ მან მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს დღემდე 210 მილიონი დოლარი გადაუხადა.


ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ბანკმა ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ რაოდენობას წარმოადგენს. 

განცხადებაში არ არის მითითებული სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ. 

როგორც Bloomberg წერს, ეს განცხადება არის ყველაზე დეტალური აღიარება იმისა, თუ რამდენი უჯდება იურიდიული დავა Credit Suisse-ს გლობალურად.

„ქართველმა მაგნატმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა ბანკის ტრასტის ერთეულს 800 მილიონი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით და თქვა, რომ დაკარგა შემოსავალი, რომელსაც, მისი თქმით, წლების განმავლობაში გამოიმუშავებდა, თუ მისი ფული უსაფრთხოდ იქნებოდა დაბანდებული. 

პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის, კერძოდ იმ სქემის გამო, რომლის მიხედვითაც მან აიღო თანხა ივანიშვილის ანგარიშებიდან სხვა კლიენტების პორტფელებში მზარდი ზარალის დასაფარად“, - ნათქვამია სტატიაში. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა