თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა.
მათგან 35 418 თურქეთში დაიღუპა, 5 814 კი სირიაში.
ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში მიწისძვრის შედეგად დაშავებული 13 208 მკურნალობს. 
ადგილზე სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 
მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
თურქეთში, სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს გამთენიისას მოხდა. მოგვიანებით კი კიდევ ერთი 7.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
 

















