რუსეთი ბირთვულ წვრთნებს იწყებს

რუსეთი ბირთვულ წვრთნებს იწყებს
18-02-2022, 14:39 - 2022
441

რუსეთი 19 თებერვალს წვრთნებს ჩაატარებს, რომელიც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებას მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო Ria Novosti-ს ცნობით, წვრთნებში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქი, ასევე ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტების გემები ჩაერთვებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, წვრთნები, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზედამხედველობას გაუწევს, „წინასწარ იყო დაგეგმილი“.

ცნობისთვის, რუსეთის ერთობლივი წვრთნები ბელარუსთან 20 თებერვალს უნდა დასრულდეს, ხოლო შავ ზღვაში წვრთნები 19 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა