35 წლის შემდეგ, თურქეთ-სომხეთის საზღვარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის გაიხსნა.
თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სომხეთთან დიალოგის საკითხებში სერდარ კილიჩმა, განაცხადა, რომ  ალიკანის სასაზღვრო პუნქტიდან თურქეთში მედიკამენტებით, საკვებითა და წყლით დატვირთული 5 სატვირთო მანქანა ჩავიდა.
თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, Anadolu-ს ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც  1988 წლის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის, საზღვარი გაიხსნა.
 

















