თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 000-ს გადააჭარბა

12-02-2023, 10:40 - 2023
393
       

ორშაბათის მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში 28 192-ს მიაღწია.


როგორც თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 24,617-მდე გაიზარდა.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის ცნობით, სირიაში დადასტურებული დაღუპულთა საერთო რაოდენობაა 3,575.

მათ შორის 2,167 მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩრდილო-დასავლეთში. ხოლო სირიის სახელმწიფო მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ 1 408 ადამიანი გარდაიცვალა მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები