ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში ჩავიდა.
რუსულუ მედია იუწყება, რომ შეხვედრაზე გეგმავენ განიხილონ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, რეგიონში უსაფრთხოება, ერთობლივი ქმედებები ორი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად.
მოლაპარაკებები აღმოსავლეთ ევროპაში ვითარების მწვავე ფონზე გაიმართება. ბოლო თვეების განმავლობაში დასავლეთი მოსკოვს უკრაინაში შეჭრის მომზადებაში ადანაშაულებს, რასაც რუსეთი უარყოფს.