მსახიობმა სტანისლავ სადალსკიმ კომენტარი გააკეთა საქართველოს ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებაზე თბილისის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„თბილისი არ აპირებს და არც აპირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რადგან მას არ სურს უკრაინის კონფლიქტში ჩართვა. ქართველებმა აირჩიეს რუსეთი და ფული და არა ევროპა და სიღარიბე. ვაღმერთებ საქართველოს“, - წერს სადალსკი.