ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსულმა FSB-მ სპეცოპერაცია ჩაატარა

ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსულმა FSB-მ სპეცოპერაცია ჩაატარა
17-01-2023, 18:24 - 2023
439

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [FSB] ოფიცრებმა საქართველოს საზღვარზე, ზემო-ლარსის გამშვებ პუნქტთან დსთ-ის ერთ-ერთ ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალად უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება.


რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული 28 წლისაა. 

გამოცემა არ აკონკრეტებს თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული ან რომელი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს იგი.

მათივე ცნობით, დაკავებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი იქნა მიმოწერა, რომლის თანახმადაც, დაკავებული ფოტოებს და ვიდეოებს უღებდა რუსულ სამხედრო ტექნიკას და ინფორმაციას უკრაინულ მხარეს უგზავნიდა.

დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯაშუშობას ითვალისწინებს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა