ოლექსი არესტოვიჩი პრეზიდენტის ოფისმა თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოლექსი არესტოვიჩი პრეზიდენტის ოფისმა თანამდებობიდან გაათავისუფლა

17-01-2023, 18:16 - 2023
655
       

ოლექსი არესტოვიჩის განცხადება გადადგომის შესახებ პრეზიდენტის ოფისმა ოფიციალურად დააკმაყოფილა.

შესაბამის დოკუმენტს ხელი ოფისის ხელმძღვანელმა, მარია ვიტუშოკმა მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ გადადგომის შესახებ განცხადება ოლექსი არესტოვიჩმა დღეს გაასაჯაროვა. 

მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა განცხადება დნიპროში რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დანგრევის შესახებ. არესტოვიჩმა მაშინ თქვა, რომ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ მოხვდა, რაც იგი უკრაინელმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

არესტოვიჩის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა როგორც უკრაინის მოქალაქეებში ასევე პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებში. უკრაინის რადას დეპუტატების ნაწილი მისი გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები