სანქციების სიაში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა

სანქციების სიაში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა

17-01-2023, 10:45 - 2023
632
       

ორგანიზაცია „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი შოთა აფხაიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, 15 იანვრის განკარგულებით, სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს. 


ზელენსკიმ გაიზიარა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადება პერსონალური, სპეციალური ეკონომიკური შემზღუდავი ზომების (სანქციების) შესახებ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის შესახებ.

სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეწყვეტას და სხვა ზომებს.

1981 წელს დაბადებული შოთა აფხაიძე დოკუმენტში აღნიშნულია, როგორც რუსეთის მოქალაქე.

შოთა აფხაიძე საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის იანვრის ამნისტიის აქტით, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები