ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მხოლოდ ლევან კობიაშვილი იბრძოლებს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მხოლოდ ლევან კობიაშვილი იბრძოლებს

15-01-2023, 21:54 - 2023
457
       

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა.
 
ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
 
ინფორმაციის თანახმად, 2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
 
საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა.
 
ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.
 
ყრილობასთან დაკავშირებით, 16 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.
 
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებს შორის არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;
 
როგორც ფედერაცია განმარტავს, მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები