სტიქიას ებრძვიან ფოთშიც.
მერიის პირველადი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია - 32 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინა, 120 კერძო სახლის, 4 საჯარო სკოლის, 1 საბავშვო ბაღის სახურავი.
ასევე, მნიშვნელოვნად დაზიანდა სკვერები, მინი მოედნები, ტროტუარები, ელექტრო გადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები. მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე.
ქალაქში აღდგა ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდება, თუმცა ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ქალაქის გარკვეულ უბნებს.