სამეგრელოს მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზიანა 966 კერძო საცხოვრებელი სახლისა და 38 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი.
ასევე, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის.
ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს.
მუნიციპალიტეტის ცნობით, გვიან ღამით აბაშაში, სოფელ მარანში დოლიძეების სახლს ქარმა მთლიანად გადახადა სახურავი, რის გამოც ოჯახის სასტუმროში გადაყვანა გახდა საჭირო.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.
სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეებს სთხოვს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გამოვიდნენ გარეთ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე:
ტელ: (+995) 415 25 05 05 ან 599 62 65 61