უკრაინამ საქართველოს 2008 წელს გადაცემული სარაკეტო კომპლექსის დაბრუნება მოსთხოვა

უკრაინამ საქართველოს 2008 წელს გადაცემული სარაკეტო კომპლექსის დაბრუნება მოსთხოვა

10-01-2023, 00:12 - 2023
469
       

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ კიევმა თბილსს სთხოვა „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველომ უკრაინისგან 2008 წელს, რომ დროს მიიღო. 


ამ თემაზე ის უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.

„უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების მოთხოვნაში და ასევე ღიად აცხადებდა იარაღის სასიცოცხლო აუცილებლობაზე რუსეთის ფედერაციის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისშივე. კერძოდ, კიევმა ითხოვა ბუკის კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა“, - აღნიშნულია კასიანოვის სტატიაში. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები