„სალონიკი: ეს არის ადგილი, სადაც 23 წლის რეპერმა 2 საათის განმავლობაში 8 ძარცვა ჩაიდინა“, - ამ სათაურით აქვეყნებს ბერძნული მედია სტატიას.
მედია წერს, რომ საბერძნეთში დააკავეს 1999 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცმა, 14 დეკემბერს დასავლეთ სალონიკში ორი საათის განმავლობაში რვა შეიარაღებული ძარცვა განახორციელა.
„თესალონიკის პირველი ინსტანციის პროკურატურის შესაბამისი ბრძანების შემდეგ, მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი დეტალები და ფოტოები გამოქვეყნდა. ის დააკავეს 13-12-2022 და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები: ქურდობის, ძარცვის მცდელობის, დაუმორჩილებლობის, იარაღის უკანონო ტარებისა და გამოყენებისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.