ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
„მრავალი წელია დაუღალავად მსახურობთ ქრისტიანული ძველი და ბრძნული იდეების განმტკიცების ველზე, თქვენს სახელს უკავშირდება საქართველოში მართლმადიდებლობის ფართომასშტაბური აღორძინება და შენარჩუნება. ჩვენს რთულ დროში, როცა დამახინჯება ემუქრება ქრისტეს მცნებაზე დაფუძნებულ მრავალ ღირებულებას, თქვენ ამაყად ატარებთ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას მრევლის გულში, რომელთაგანაც ათიათასობით თქვენი ნათლულია. თქვენი მაგალითით შთააგონებთ ყველა მორწმუნესა და ურწმუნოს მოწყალების გამოჩენას, კეთილი საქმის კეთებასა და მოყვასის სიყვარულს. დიდ პატივს ვცემ თქვენს მაღალ მსახურებას. მთელი გულით გისურვებთ დიდ სულიერ და ხორციელ ძალას ეკლესიისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ თქვენი მღვდელმთავრული მისიის შესრულებაში“, - წერია მილოცვაში.