რუსეთში მომღერალი ვალერი მელაძისთვის წოდებების ჩამორთმევას ითხოვენ. ამის შესახებ „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ ლიდერი, სერგეი მირონოვი Telegram-ზე წერს.
ის მიზეზად იმ ვიდეოს ასახელებს, სადაც მელაძე ფრაზას Слава Україні-ს Героям слава-თი პასუხობს.
„მისი საქციელი დაგმობის ღირსია. ჭეშმარიტად რუსი ხელოვანი არ შეიძლება და არ უნდა მოიქცეს ასე. ქცევის მიხედვით ამ „არტისტმა“ თავისი მხარე აირჩია. მე ვთავაზობ მელაძეს ჩამოერთვას ყველა ტიტული. ეს იქნება სამართლიანი“, - დაწერა მირონოვმა.
ამასთან, ფედერაციის საბჭოს წევრი ელენა აფანასიევა ითხოვს, რომ მელაძეს მოქალაქეობაც ჩამოერთვას.
„სიმახინჯე! ღალატი! ამისთვის მელაძეს წოდებები კი არ უნდა ჩამოერთვას, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა“, - აცხადებს ის.