რომის პაპი, ბენედიქტ XVI 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

რომის პაპი, ბენედიქტ XVI 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
31-12-2022, 14:20 - 2022
420

ყოფილი რომის პაპი ბენედიქტ XVI ვატიკანის რეზიდენციაში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


ის კათოლიკურ ეკლესიას რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 

გრიგოლ XII-ის შემდეგ 2013 წელს ის პირველი პაპი გახდა, რომელიც  გადადგა. ბენედიქტ XVI ტიტული ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პაპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავად იყო, წმინდა საყდარმა განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა ასაკის გამო დამძიმდა.

ბენედიქტე რომი პაპი 2005 წელს, 78 წლის ასაკში გახდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა