პუტინი სრულ იზოლაციაში გადაიყვანეს - პესკოვის განცხადება

პუტინი სრულ იზოლაციაში გადაიყვანეს - პესკოვის განცხადება

31-12-2022, 00:03 - 2022
975
       

გრიპისა და „კორონავირუსის მუტაციების“ გამო პუტინი ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს.
 
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, გრიპისა და „კორონავირუსის მუტაციების“ გამო, პუტინი კიდევ დიდი ხანი არ ისაუბრებს ჟურნალისტებთან ისე, „როგორც პანდემიამდე“.
 
სიმართლე გითხრათ, არა მგონია უახლოეს პერსპექტივაში ის [პუტინის მედიასთან საუბარი] ზუსტად ისეთივე იყოს, როგორც პანდემიამდე იყო… ასეთ პირობებში პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. ამიტომ მოლოდინი, რომ მალე ისევე იქნება, როგორც ადრე, მცდარი იქნებოდა. გიპასუხებთ: არ იქნება“, - განაცხადა პესკოვმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები