Генерал СВР - სააკაშვილი რუსული საწამლავით მოწამლეს

Генерал СВР - სააკაშვილი რუსული საწამლავით მოწამლეს

26-12-2022, 00:04 - 2022
516
       

მიხეილ სააკაშვილი რუსული საწამლავით და მოსკოვის ბრძანებით ციხეში მოწამლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი Генерал СВР „კგბ“-ს ყოფილ მაღალჩინოსანზე, სერგეი ჟირნოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის ომის ფონზე, სააკაშვილი ყველას მიავიწყდა... მხოლოდ ქართული ოპოზიციის ნაწილი ცდილობს გააცოცხლოს მისი პატიმრობის თემა.  მე ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს, არ მომწონს როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი, რამდენჯერმე შევხვედრივარ და მასთან ურთიერთობა იოლი არ არის, რთული ადამიანია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.

მან როგორც პრეზიდენტმა ჩაატარა გიჟური რეფორმები, საქართველო ღრმა კრიზისიდან გამოიყვანა, ის ციხეში ზის რუსების მოთხოვნით, მოსკოვის ბრძანებით. სააკაშვილი მოწამლეს რუსების დავალებით, მოწამლეს საწამლავით, რომელიც გაგზავნილია რუსეთის ტერიტორიიდან.

საწამლავს უმატებდნენ როგორც საკვებში, ისე პირადი ჰიგიენის საშუალებებში. უკიდურესად მძიმე მოწამვლაა და თუ უახლოეს დღეებსა და საათებში მას სათანადო მკურნალობას არ აღმოუჩენენ იგი მოკვდება. მესმის რომ მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ პრეზიდენტის ასე სიკვდილი არ შეიძლება. სააკაშვილი არის პოსტსაბჭოთა სივრცის უდიდესი რეფორმატორი, გამორჩეული ლიდერი, რომელმაც ეს პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა კორუფციული ჭაობიდან ამოიყვანა
“, - აცხადებს „კგბ“-ს ყოფილი მაღალჩინოსანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები