საქართველოში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

საქართველოში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

24-12-2022, 10:28 - 2022
1 167
       

საქართველოში, პატარძეულთან აქამდე დაუმუშავებელ ტერიტორიაზე ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს.

ბრიტანულმა კომპანიამ, Block Energy-მ, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა/მოპოვებას ახორციელებს, განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს აღმოჩენა შესაძლებელი JSR-01 DEEP ტესტირების პროგრამის ფარგლებში გახდა. 

JSR-01 DEEP ჭაბურღილი პატარძეულის საბადოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ის JSR-01 ჭაბურღილთან შედარებით, 470 მეტრზე ღრმად, დახრილი კუთხით გაიბურღა, რაც სხვადასხვა ზონების ტესტირების და შესაბამისად, დარჩენილი ნავთობის პოტენციალის შეფასების საშუალებას იძლევა. ტესტირების საფუძველზე, კომპანიას ახლა პროექტი II-ის განვითარება შეუძლია.

ჭაბურღილის დღიური წარმადობა 45 ბარელია. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები