უკრაინის სახელმწიფო რესურსებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა უცხოური სადაზვერვო სამსახურების, სავარაუდოდ, რუსულის მიერ, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილია ვიტიუკის თქმით, კონკრეტულ დამნაშავეებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მსგავს დანაშაულებში იდენტიფიცირება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.
„ინდივიდუალურ ჰაკერს ან ჰაკერთა ჯგუფს არ შეუძლია დახარჯოს ასეთი თანხები, მოგვიანებით რაიმე მატერიალური სარგებლის მიღების გარეშე. ასეთ თავდასხმებს ყოველთვის ახორციელებენ სახელმწიფოები მათი სპეცსამსახურების ან მათ მიერ შექმნილი ჰაკერული კრიმინალური გაერთიანებების მეშვეობით. ჩვენ ნათლად ვხედავთ უცხოური სპეცსამსახურების კვალს“, - აღნიშნა ვიტიუკმა.