მგლების შემოსევა დედოფლისწყაროში - მტაცებელმა 100 სულზე მეტი ცხვარი დაგლიჯა

მგლების შემოსევა დედოფლისწყაროში - მტაცებელმა 100 სულზე მეტი ცხვარი დაგლიჯა

22-12-2022, 11:27 - 2022
670
       

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მგლების შემოსევაა - ზამთრის საძოვრებზე მტაცებლებმა 100 სულზე მეტი ცხვარი დაგლიჯეს.


მწყემსების ინფორმაციით, საქონლის ნაწილი დაკარგულია და ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა იორის მინდვრებზე გუშინ ღამით მოხდა.

მეპატრონე ვარაუდობს, რომ ფარას მგლების ხროვა შეესია. სადგომზე მისულებს, 1 000 სული ცხოველიდან ადგილზე არცერთი დახვდათ. ზარალი ათასობით ლარს აჭარბებს. ეს წელს, ზამთრის საძოვრებზე მგლების შემოსევის პირველი ფაქტია. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები