უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

15-12-2022, 23:48 - 2022
899
       

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო.


უწყება საქართველოს ხელისუფლებას, მისი სასჯელის გადავადებისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.

„უკრაინის მოქალაქის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მხარეს, რომ მას შესაბამის სამედიცინო მკურნალობაზე ჰქონდეს წვდომა, ასევე დაკმაყოფილდეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ მოთხოვნა, რათა ის სამკურნალოდ ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში გადაიყვანონ“, - წერია უწყების განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები